Accentnews.ge
არასამთავრობო ორგანიზაციები – პარლამენტს: დისკრედიტაციული სოცანგარიშები გამოძიებას საჭიროებს

არასამთავრობო ორგანიზაციები – პარლამენტს: დისკრედიტაციული სოცანგარიშები გამოძიებას საჭიროებს

04/05/2023 15:01:43 საზოგადოება

12 არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, გამოიყენოს მის ხელთ არსებული საზედამხედველო მექანიზმები დეზინფორმაციული სქემების შესასწავლად, მათ შორის შექმნას დროებითი საგამოძიებო კომისია ან/და მიმართოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.

საქმე ეხება Facebook-ის მფლობელი კომპანია META-ს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს, რომლის თანახმად, ორგანიზაციამ გამოავლინა არაავთენტური ქცევის ათობით მომხმარებელი და ჯგუფი, რომელიც ჩართული იყო საქართველოში პროსახელისუფლებო გზავნილების პოპულარიზაციასა და ოპოზიის კრიტიკაში, განსაკუთრებით ე.წ. უცხური გავლენის აგენტებზე კანონის მიღებისას დაწყებული აქციების დროს.

„საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დეკლარირებულ ძირითად ამოცანას მთავრობის გრძელვადიანი მიზნების მხარდაჭერა წარმოადგენს. ამ კუთხით უმთავრესია საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის ზრდა. შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ META-ს გამოძიების თანახმად, დეპარტამენტი, დეკლარირებული მიზნების საწინააღმდეგოდ, საქართველოს მოქალაქეების შეცდომაში შეყვანის ფარულ ოპერაციებშია ჩართული. ვითვალისწინებთ რა ზიანის მასშტაბს, რასაც საქართველოში დეზინფორმაციული სქემები შეიძლება ქმნიდნენ, ჩვენ, „კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის“ მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, რომ გამოიყენოს მის ხელთ არსებული საზედამხედველო მექანიზმები ანგარიშში მითითებული დეზინფორმაციული სქემების შესასწავლად, მათ შორის, შექმნას დროებითი საგამოძიებო კომისია ან/და მიმართოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S