Accentnews.ge
მეორადი სანქციების რისკის გამო ყაზახეთი რუსეთისკენ პარალელურ იმპორტს წყვეტს

მეორადი სანქციების რისკის გამო ყაზახეთი რუსეთისკენ პარალელურ იმპორტს წყვეტს

04/05/2023 14:59:47 მსოფლიო

აშშ-ის სანქციებმა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების გავლით რუსეთისკენ მიმავალი ტვირთების საგრნობლად გაზრდილ ნაკადებს დაბრკოლება შეუქმნა: ყაზახეთი, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო, რუსეთისკენ პარალელურ იმპორტს საზღვრებს უკეტავს, - აცნობა "Известия"-ს ასოციაცია "Грузавтотранс"-ის ხემძღვანელმა ვლადიმირ მიტაგინმა.

მისივე ინფორმაციით, გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც მაისის დასაწყისში ასტანას ამერიკელი ჩინოსების დელეგაცია ეწვია ფინანსთა მინისტრის მოადგილე ელიზაბეტ როზენბერგის ხელმძღვანელობით. დელეგაციის წევრები ყაზახეთის როგორც მთავრობის წევრებს, ისე მსხვილი კომპანიების ტოპ-მენეჯერებს შეხვდნენ და მეორადი სანქციების საფრთხის შესახებ გააფრთხილეს.

"როგორც ჩანს, ყაზახეთმა შეიგნო და ახლა პარალელური იმპორტის ფარგლებში გადაზიდვები ყაზახეთის გვერდის ავლით, ჩინეთის, ირანის, საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის გავლით წარმოებს" - ამბობს მიტიაგინი.

ცნობისთვის: 2022 წლის შედეგებით, ყაზახეთს რუსეთში ტვირთების მიწოდება 25%-ით ჰქონდა გაზრდილი და პარალელური იმპორტის უმსხვილეს ჰაბად იყო ქცეული: რუსეთის მთავრობამ პარალელური იმპორტის ჯამური მოცულობა 20 მლრდ დოლარად შეაფასა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S