ზელენსკი: "ჩვენ გვესმის, რომ ომის დროს ნატო-ს არ შევუერთდებით"
04/05/2023 14:43:14 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა „რეალისტურად“ აფასებს ნატო-ს სამხედრო ბლოკში გაწევრიანების პერსპექტივებს. ამის შესახებ მან ჰააგაში ბელგიისა და ნიდერლანდის პრემიერ-მინისტრებთან ალექსანდერ დე კროსთან და მარკ რუტესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ჩვენ რეალისტები ვართ, ვიცით, რომ ამ ომის დროს ნატოს ნაწილი არ გავხდებით. მაგრამ ჩვენ გვინდა, ძალიან მკაფიო სიგნალი, რომ ომის შემდეგ ნატო-ში ვიქნებით,” - დასძინა მან.
ბელგიისა და ნიდერლანდის პრემიერ-მინისტრებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ უკრაინა უკვე ნატო-ს დე ფაქტო წევრია და ახლა ალიანსს დე იურე უნდა შეუერთდეს.


