Accentnews.ge
ზელენსკი - გვაქვს მკაფიო გზავნილი, რომ ომის შემდეგ ნატო-ში შევალთ

ზელენსკი - გვაქვს მკაფიო გზავნილი, რომ ომის შემდეგ ნატო-ში შევალთ

04/05/2023 13:03:04 მსოფლიო

"გვაქვს ძალიან მკაფიო გზავნილი, რომ ომის შემდეგ ნატო-ში შევალთ", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნიდერლანდებში ქვეყნის პრემიერ-მინისტრ მარკ რუტესთან და ბელგიის პრემიერ-მინისტრ ალექსანდრე დე კროსთან გამართულ ერთობლივ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტმა დასავლელ მოკავშირეებს მოუწოდა, მიიღონ გადაწყვეტილება უკრაინისთვის თანამედროვე თვითმფრინავების მიწოდების შესახებ.

„ამის გადადების რაციონალური მიზეზი არ არსებობს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

გარდა ამისა, ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების აუცილებლობაზეც ისაუბრა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S