ზელენსკის მიმართვა ჰააგადან – ნიურნბერგის გამოცდილება დღევანდელ რეალობად უნდა ვაქციოთ, არ შეგეშინდეთ
04/05/2023 10:26:31 მსოფლიო
"გვსურს პუტინი ჰააგაში ვიხილოთ", – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ზელენსკის თქმით, დაუსჯელობა აგრესიის კარს ხსნის.
"გვსურს პუტინი ჰააგაში ვიხილოთ. ეს უნდა გაკეთდეს აქ, საერთაშორისო მართლმსაჯულების დედაქალაქში. დაუსჯელობა აგრესიის კარს ხსნის. ჩვენ გვინდა, რომ ეს უკანასკნელი ომი იყოს მსოფლიოში. და ჩვენ ამას გავაკეთებთ! 6139 არის რუსების მიერ მხოლოდ გასულ თვეში ჩადენილ სამხედრო დანაშაულთა რიცხვი. გუშინ ხერსონის ოლქში რუსეთის ფედერაციამ 23 ადამიანი მოკლა. ომის 9 წლის განმავლობაში რუსეთმა ასობით ათასი სამხედრო დანაშაული ჩაიდინა. აგრესიაზე პასუხისმგებლობა უნდა იყოს და ეს მხოლოდ საერთაშორისო ტრიბუნალის დახმარებით მიიღწევა. ჩვენ უნდა გადავაქციოთ ნიურნბერგის სასამართლო პროცესების გამოცდილება დღევანდელ რეალობად. ჩვენ მომხრე ვართ ასეთი ტრიბუნალის დაარსების. მსოფლიოს მოვუწოდებ, არ შეგეშინდეთ - აგრესორმა უნდა იგრძნოს სამართლიანობის სისრულე, ეს ჩვენი ისტორიული პასუხისმგებლობაა. სამყარო თავს დაცულად უნდა გრძნობდეს!",- აღნიშნა ზელენსკიმ.


