Accentnews.ge
ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რუსეთის რამდენ ქალაქში და რატომ გაუქმდა 9 მაისის აღლუმები

ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რუსეთის რამდენ ქალაქში და რატომ გაუქმდა 9 მაისის აღლუმები

04/05/2023 09:45:51 მსოფლიო

2023 წლის 9 მაისს აღლუმები გაუქმდა რუსეთის სულ მცირე 21 ქალაქში, დათვალა გამოცემა «Верстка»–მ.

კერძოდ, ქალაქებს შორის, რომელთაც უარი თქვეს აღლუმზე "უსაფრთხოების მიზეზების გამო", არიან: კალუგა, რიაზანი, ორელი, სარატოვი, ლიპეცკი, იელცი და ტიუმენი.

პსკოვსა და ველიკიე ლუკში აღლუმების გაუქმება უკრაინის წინააღმდეგ მებრძოლ რუს ჯარისკაცებზე „ზრუნვით“ გაამართლეს. რეგიონის ხელმძღვანელის მიხაილ ვედერნიკოვის თქმით, ისინი „სულ სხვაგვარად აღიქვამენ“ ფეიერვერკის ხმებს.

კურსკში გადაწყვიტეს, არ გაემართათ აღლუმი, „ამჟამინდელი სიტუაციის გათვალისწინებით“, ხოლო ბელგოროდში – „რომ არ მოახდინონ მტრის პროვოცირება ტექნიკისა და სამხედრო პერსონალის დიდი დაგროვებით“ ქალაქის ცენტრში.

ბრიანსკში, კრასნოდარსა და სოჭში ადგილობრივ ხელისუფლებებს არ აუხსნია მიზეზები, მოსახლეობა უბრალოდ დააყენეს ფაქტის წინაშე, რომ ღონისძიებები არ გაიმართება.

ანექსირებულ ყირიმშიც არ გაიმართება აღლუმი "უსაფრთხოების მიზნით". მოგვიანებით სევასტოპოლის რუსმა ხელმძღვანელმაც გამოაცხადა ქალაქში 9 მაისისთვის სამხედრო აღლუმის გაუქმების შესახებ.

იხილეთ ასევე: ISW – კრემლზე "დრონით" თავდასხმა სავარაუდოდ, რუსეთის მიერაა დადგმული

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S