Accentnews.ge
პუტინის „ხაზინადარი“ ითხოვს, არ ჩათვალონ უკრაინის წინააღმდეგ ომის მხარდამჭერად

პუტინის „ხაზინადარი“ ითხოვს, არ ჩათვალონ უკრაინის წინააღმდეგ ომის მხარდამჭერად

04/05/2023 09:22:04 მსოფლიო

მეწარმე გენადი ტიმჩენკოს კავშირები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან არ ნიშნავს, რომ ტიმჩენკო კრემლის ხელმძღვანელის „მოკავშირეა“ უკრაინის წინააღმდეგ ომში,– ამის შესახებ ბიზნესმენის ადვოკატმა სტეფან ბონიფასიმ ევროპის საერთო იურისდიქციის სასამართლოში განაცხადა, სადაც ის ევროკავშირის სანქციებს აპროტესტებს, – იუწყება Bloomberg.

ადვოკატი უარყოფს ევროკავშირის ოფიციალური პირების პრეტენზიას, რომ ტიმჩენკომ თავისი წვლილი შეიტანა რუსეთის ეკონომიკაში Volga Group–სა და ბანკ „როსიაში“ საკუთარი კავშირების წყალობით.

„იმის გათვალისწინებით, რომ ტიმჩენკო დიდი ხანია იცნობს ბატონ პუტინს, მტკიცება, თითქოს ის მისი ნდობით აღჭურვილი პირია – ჩვენ ამას ვასაჩივრებთ, რადგან ასეთი პრეტენზიები ერთგვარ ბრალდებას შეიცავს“, - თქვა ბონიფასიმ.

მედია წერს, რომ ტიმჩენკოს მხარე ბიზნესმენისა და მისი მეუღლის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების გაუქმებას მოითხოვს, მათ შორის აქტივების გაყინვისა და გადაადგილების აკრძალვის შესახებ, ტიმჩენკო სანქციების სიებში მოხვდა „როსია“ ბანკის მართვაში მონაწილეობის გამო, რომელიც ევროპაში „რუსეთის ფედერაციის მაღალჩინოსნების პირად ბანკად“ ითვლებოდა.

„ბევრს გვეუბნებიან, რომ ეს არის ბანკი რუსეთის უმაღლესი ჩინოვნიკებისთვის, მაგრამ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს“, - განაცხადა ბონიფასიმ.

ტიმჩენკომ 2012 წელს რუსულ Forbes-თან მის პირველ ინტერვიუში თქვა, რომ პუტინს მრავალი წლის განმავლობაში იცნობდა, დროდადრო ხვდებოდა მას. ხოლო კითხვაზე, არის თუ არა ის პუტინის მეგობარი, მან ითხოვა, ამის შესახებ თავად პრეზიდენტისთვის დაესვათ კითხვა.

გენადი ტიმჩენკო, რომელსაც მედიაში „პუტინის ხაზინადარად“ მოიხსენიებენ, 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ აშშ-ის სანქციების ქვეშ მოექცა. ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა მის წინააღმდეგ სანქციები 2022 წელს გამოაცხადეს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S