Accentnews.ge
რუსეთის ავიაკომპანიებმა ფრენების გაუქმება დაიწყეს ბიუჯეტთან დაკავშირებული პრობლემების გამო

რუსეთის ავიაკომპანიებმა ფრენების გაუქმება დაიწყეს ბიუჯეტთან დაკავშირებული პრობლემების გამო

04/05/2023 09:00:59 მსოფლიო

რუსეთის ავიაკომპანიებმა ქვეყნის მასშტაბით ფრენების გაუქმება დაიწყეს მთავრობის მხარდაჭერის შემცირების გამო. 2023 წელს მოსკოვის გვერდის ავლით რეგიონალური ფრენების სუბსიდირება 9 მილიარდიდან 7,5 მილიარდ რუბლამდე შემცირდა, – წერს „იზვესტია“. მიზეზი ბიუჯეტში დეფიციტია.

პროგრამაში არ შედის მარშრუტების უდიდესი რაოდენობა ომსკის და ტიუმენის რეგიონებში, თათარსტანში, სანკტ-პეტერბურგში, დაღესტანსა და ჩრდილოეთ ოსეთში.

გადამზიდავებმა უკვე დაიწყეს დაგეგმილი ფრენების გაუქმება: უკვე გაუქმდა კემეროვო-ჩიტასა და ნიჟნი ნოვგოროდ-პეტროზავოდსკის მარშრუტებზე ფრენები. ავიაკომპანია „როსიამ“ სანქტ-პეტერბურგიდან ტობოლსკში ყოველკვირეული ორი რეისი გააუქმა.

2023 წელს სუბსიდირების პროგრამა შეწყდა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების შეკვეცის გამო. ტრანსპორტის სამინისტროს დაევალა ხარჯების 5%-ით შემცირება.

როგორც მედია აღნიშნავს, რეგიონების ხელისუფლებები ახლა რთულ მდგომარეობაში არიან - ერთის მხრივ, მათ ჰპირდებიან ფედერალურ მხარდაჭერას და ამისთვის საჭიროებენ ადგილობრივი აეროპორტისა და ტერმინალის ინფრასტრუქტურის განვითარებას მომავალი ფრენებისთვის, მეორე მხრივ კი უწყვეტენ დაფინანსებას.

აპრილის შუა რიცხვებში რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო გამოვიდა გაფრთხილებით შიდა ფრენების ბილეთების 15-30%-ით შესაძლო გაძვირების თაობაზე 2023 წლის ზაფხულის სეზონზე ტრანსპორტის სუბსიდიების შემცირების გამო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S