Accentnews.ge
ნორვეგია უკრაინას ფინანსური დახმარების სახით 378 მლნ ევროს გამოუყოფს

ნორვეგია უკრაინას ფინანსური დახმარების სახით 378 მლნ ევროს გამოუყოფს

04/05/2023 07:40:34 მსოფლიო

ნორვეგია უკრაინას ფინანსური დახმარების სახით 378 მილიონ ევროს გამოუყოფს. შესაბამისი განცხადება ქვეყნის პრემიერ–მინისტრმა იონას გარ სტერემ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას გააკეთა.

მისი თქმით, 378 მილიონიდან 235 მილიონი ევრო ჰუმანიტარულ დახმარებას, ხოლო 143 მილიონი ბიუჯეტის მართვას მოხმარდება.

ცნობილია, რომ ეს თანხები მოხმარდება უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას და რემონტს.

ასევე, თანხები მოხმარდება ელექტრომომარაგებას, სკოლებისა და საავადმყოფოების ფუნქციონირებას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S