Accentnews.ge
სერგეი პოპკო - უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა კიევის მიმართულებით გაშვებული ყველა "დრონი" და რაკეტა ჩამოაგდეს

სერგეი პოპკო - უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა კიევის მიმართულებით გაშვებული ყველა "დრონი" და რაკეტა ჩამოაგდეს

04/05/2023 06:23:18 მსოფლიო

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ყველა დრონი და რაკეტა ჩამოაგდეს, რომელიც წუხელ რუსულმა ძალებმა კიევის წინააღმდეგ გამოიყენეს, - ამის შესახებ კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი პოპკომ განაცხადა.

„რაშისტები“ თავს დაესხნენ კიევს Shahed-ის ტიპის დრონებისა და რაკეტების გამოყენებით, რომელიც, სავარაუდოდ ბალისტიკური ტიპის იყო. წინასწარი ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა კიევის საჰაერო სივრცეში მტრის ყველა რაკეტა და უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს“, - განაცხადა სერგეი პოპკომ.

მისი თქმით, თავდასხმას მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი არ მოჰყოლია, არ დაფიქსირებულა საცხოვრებელი ობიექტების ან ინფრასტრუქტურის განადგურებაც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S