უკრაინის შსს – 23 760 უკრაინელი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება
04/05/2023 05:58:17 მსოფლიო
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ 23 760 უკრაინელი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება, - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლეონიდ ტიმჩენკომ განაცხადა.
მისი თქმით, მანამდე, სამართალდამცავებმა შეძლეს იმ ადამიანების 50%-ზე მეტის პოვნა, რომლებიც დაკარგულად ითვლებოდნენ.
„ომის დაწყებიდან დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულ მოქალაქეებთან დაკავშირებით 101 543 ფაქტი დაფიქსირდა. მოგვიანებით 54 310 ადამიანი ვიპოვეთ. ძებნა გამოცხადდა 31 330 მოქალაქეზე, მათგან 7 570 ვიპოვეთ. ამ ეტაპზე ძებნაში რჩება 23 760 მოქალაქე, რომლებიც განსაკუთრებულ გარემოებებში გაუჩინარდნენ“, - განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ.


