Accentnews.ge
რა შედის აშშ–ის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილ ახალ სამხედრო დახმარების პაკეტში

რა შედის აშშ–ის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილ ახალ სამხედრო დახმარების პაკეტში

03/05/2023 20:05:05 მსოფლიო

ოთხშაბათს პენტაგონმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი – $300 მილიონი პაკეტის გამოყოფის შესაებ განაცხადა.

პაკეტი მათ შორის, მოიცავს დამატებით საბრძოლო მასალას აშშ-ის მიერ უკრაინისთვის მიწოდებული HIMARS-ისთვის, დამატებით ჰაუბიცებს, საარტილერიო და ნაღმტყორცნების ჭურვებს და ტანკსაწინააღმდეგო იარაღს, რომელსაც უკრაინა იყენებს რუსეთის არაპროვოცირებული აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად.

გარდა ამისა, სამხედრო დახმარება მოიცავს TOW–ის ტანკსაწინააღმდეგო მართვად რაკეტებს, AT-4–ის და Carl Gustaf–ის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემებს. ამასთან, როგორც უკრაინული მედია აღნიშნავს, დახმარება პირველად მოიცავს Hydra-70–ის უმართავ საავიაციო რაკეტებს. დახმარებაში შედის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, სატვირთო მანქანები და მისაბმელიანი მანქანები მძიმე ტექნიკის გადასატანად.

„შეერთებული შტატები გააგრძელებს მუშაობას თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა უკრაინამ შეძლოს, დააკმაყოფილოს ბრძოლის ველზე მისი დაუყოვნებელი და გრძელვადიანი საჭიროებები უსაფრთხოებისთვის“,– აცხადებენ პენტაგონში.

ეს უკვე 37-ე დახმარების პაკეტია უკრაინისთვის, რომელიც პენტაგონმა ომის დაწყების შემდეგ დაიწყო. აშშ-ის სამხედრო დახმარების ჯამური მოცულობა დაახლოებით $36 მილიარდია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S