Accentnews.ge
ირანმა ერთ კვირაში ნავთობის ორი ტანკერი დააკავა

ირანმა ერთ კვირაში ნავთობის ორი ტანკერი დააკავა

03/05/2023 19:50:57 მსოფლიო

ირანმა ხელში ჩაიგდო პანამის დროშის ქვეშ მდგარი ნავთობის ტანკერი Niovi. ეს მეორე ტანკერია ერთ კვირაში, რომელიც ქვეყანამ დააკავა,– ამის შესახებ Financial Times აშშ-ის საზღვაო ძალების განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

ნავთობის ტანკერი დუბაიდან ომანის ყურეში ფუჯაირას პორტისკენ მიემართებოდა, როდესაც ის ისლამური რევოლუციის გვარდიის საზღვაო ძალებმა დააკავეს, ნათქვამია აშშ-ს საზღვაო ძალების განცხადებაში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ „საზღვაო ძალების კორპუსის ათმა კატერმა შეუტია გემს ორმუზის სრუტის შუაგულში“ და „აიძულა ტანკერი, შეეცვალა კურსი“ ირანის ტერიტორიული წყლების მიმართულებით.

ჰორმუზის სრუტე არის მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი ნავთობის ტრანსპორტირების მარშრუტი - საზღვაო ნავთობის ტვირთის დაახლოებით მესამედმა უნდა გაიაროს ვიწრო სრუტეში, რომელიც აშორებს ირანს სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნებისგან.

Niovi არის დიდი ნავთობის ტანკერი (VeryLargeCrudeCarrier, VLCC), რომელსაც შეუძლია, გადაიტანოს 2 მილიონ ბარელზე მეტი. გემს მართავდა ბერძნული გადამზიდავი კომპანია Smart Tankers. კომპანია ტანკერის დატყვევების შემდეგ ეკიპაჟთან კონტაქტის დამყარებას ვერ ახერხებს.

ირანული მედია არ ასახელებს მომხდარის მიზეზს, მაგრამ საინფორმაციო სააგენტო Mizan ციტირებს თეირანის გენერალურ პროკურორს, რომელიც ამბობს, რომ ეს იყო სასამართლოს გადაწყვეტილება.

პარასკევს ირანის საზღვაო ძალებმა ომანის ყურეში, საერთაშორისო წყლებში ასევე დააკავეს მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავი ნავთობის ტანკერი Advantage Sweet , რომელიც დაქირავებული იყო ამერიკული კომპანია Chevron-ის მიერ.

ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა Financial Times-თან განაცხადეს, რომ Advantage Sweet-ის გატაცება იყო შურისძიება მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა სასამართლოს ბრძანებით დააკავა ტვირთი ირანული ნავთობით და გადაიტანა იგი აშშ-ში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S