
ლარი გამყარებას განაგრძობს
03/05/2023 13:32:07 ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 4 მაისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.4887 ლარი ეღირება, ევრო – 2.7463 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.1139 ლარი.
დღეს ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.4911 ლარი ღირდა, ევრო – 2.7295 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.1054 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 4 მაისს ამოქმედდება.