Accentnews.ge
სერბეთში, სკოლაში მოსწავლემ რვა ბავშვი და მცველი მოკლა

სერბეთში, სკოლაში მოსწავლემ რვა ბავშვი და მცველი მოკლა

03/05/2023 13:28:27 მსოფლიო

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში, "ვლადისლავ-რიბრიკარის" სკოლაში მოსწავლემ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით რვა ბავშვი და მცველი მოკლა, – იუწყება ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო.

მისი ცნობით, მომხდარის შედეგად დაიჭრა 6 მოსწავლე და ერთი მასწავლებელი. ისინი ჰოსპიტალიზებულები არიან.

თავდამსხმელი, რომელიც ამავე სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეა, დაკავებულია.

"თინეიჯერს, რომელსაც ბრალი ედება ცხრა პირის მკვლელობაში, დეტალური გეგმა ჰქონდა, ვინ უნდა მოეკლა. მას თავდასხმა დაგეგმილი ჰქონდა ერთი თვის წინ და შეადგინა იმ ბავშვების სია, რომლებიც უნდა მოეკლა", განაცხადა ბელგრადის პოლიციამ.

მისი ცნობით, იარაღი თავდამსხმელის მამის სახელზეა რეგისტრირებული.

გამოცემა Informer-ის ინფორმაციით, დაკავებულმა განაცხადა, რომ იგი „ფსიქოპატია“.

მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

სერბეთში იარაღის შეძენის და შენახვის მკაცრი კანონი მოქმედებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S