Accentnews.ge
თბილისში ინგუშური კულტურის ცენტრი გაიხსნა

თბილისში ინგუშური კულტურის ცენტრი გაიხსნა

03/05/2023 13:21:49 კავკასია

თბილისში ინგუშეთის (რესპუბლიკა რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში) კულტურის ცენტრი გაიხსნა.

არასამეწარმეო იურიდიული პირის სტატუსის მქონე ცენტრის მიზანს ინგუშური კულტურის ინტერნაციონალიზაცია წარმოადგენს. მისი ხელმძღვანელი ისტორიკოსი მარიამ ბეჟიტაშვილია, დამფუძნებელი - საზოგადო მოღვაწე სარაჟდინ სულტიგოვი.

გახსნის ცერემონიას ინგუშეთის დელეგაცია და საზღვარდგარეთში ინგუშური დიასპორების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

"თუ ვიტყვი, რომ ჩვენი ძმობა 2000-ზე მეტ წელს ითვლის, ვფიქრობ, ისტორიკოსები სიცრუეს არ დამწამებენ" - განაცხადა ღონისძიებაზე დელეგაციის წევრმა, ცნობილმა ინგუშმა პოეტმა და საზოგადო მოღვაწემ ისა კოძოევმა.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციამ ინგუშეთის ქუჩა მოინახულა, რომელსაც ეს სახელი 2016 წელს მიენიჭა.

ცნობისთვის: 2012 წლიდან თბილისში ჩერქეზული კულტურის ცენტრიც ფუნქციონირებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S