Accentnews.ge
გვარამიას შეწყალების მოთხოვნით პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართა

გვარამიას შეწყალების მოთხოვნით პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართა

03/05/2023 12:40:23 მსოფლიო

დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ნიკა გვარამია! - ამ მოწოდებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და „ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის“ წევრები აქციას მართავენ.

აქციაზე მყოფები პრეზიდენტს მიმართავენ, რომ შეწყალების უფლების გამოყენებით ნიკა გვარამია პატიმრობიდან გაათავისუფლოს. აქციაზე იმყოფება და მოთხოვნას უერთდება გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატი, თომას ჰაკერი.

„ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრის, პოლიტიკოს, გედევან ფოფხაძის თქმით, გვარამიას გათავისუფლების ბერკეტი ახლა სალომე ზურაბიშვილის ხელშია.

საქართველოს კონსტიტუციით, პრეზიდენტი ერთადერთი ადამიანია, რომელსაც შეუძლია შეიწყალოს პატიმრობაში მყოფი ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად იმისა, რა ტიპის დანაშაული აქვს ჩადენილი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ 2022 წლის 2 ნოემბერს გამოაცხადა ნიკა გვარამიას განაჩენი. მათი გადაწყვეტილებით, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის სასჯელის ზომად საბოლოოდ განისაზღვრა 3 წელი და 6 თვე.ნიკა გვარამია დამნაშავედ ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ცნეს. ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მაშინ გამოაცხადა, როცა საქართველოს უკვე ჰქონდა გაკეთებული განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. გვარამიას საქმე მოხვდა ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც, რომელიც 2022 წლის 9 ივნისს მიიღეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S