უკრაინის პრეზიდენტი გერმანის ესტუმრება
03/05/2023 11:39:02 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 13 მაისს გერმანიას ეწვევა.
ზელენსკი ბერლინში შეხვდება გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს და პრეზიდენტ კარლ-ვალტერ შტაინმაერს.
14 მაისს იგი გერმანიის ქალაქ აახენში ჩავა, სადაც მას „კარლ დიდის პრემიას“ გადასცემენ.
ზელენსკი 3 მაისს ჩავიდა ფინეთში, სადაც იგი სკანდინავიის ქვეყნების ლიდერებთან ერთად განიხილავს ომის მიმდინარეობასა და უკრაინისადმი მათ დახმარებას.
უკრაინაში ომის გამო ზელენსკი ნაკლებს მოგზაურობს. იგი აშშ-ში იმყოფებოდა და ასევე ესტუმრა მეზობელ პოლონეთს.


