Accentnews.ge
40-ზე მეტი არასამათავრობო ორგანიზაცია პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდებს

40-ზე მეტი არასამათავრობო ორგანიზაცია პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდებს

03/05/2023 10:51:22 საზოგადოება

40-ზე მეტი არასამათავრობო ორგანიზაცია პრეზიდენტს "მთავარი არხის" დამფუძნებლის ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდებს.

სამოქალაქო სექტრის წარმომადგენები პრეზიდენს მიმართავენ იხელმძღვანელოს საქართველოს მიმართ ევროკომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით და საქმეზე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების, სახალხო დამცველის შეფასებების შესაბამისად.

„თითქმის ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ 2022 წლის 16 მაისს „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, დამნაშავედ ცნო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში და 3 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.მივიჩნევთ, რომ ნიკა გვარამიას მიმართ არსებული სამართალწარმოება პოლიტიკურად მოტივირებულია და მიზნად ისახავს კრიტიკული ხმის ჩახშობას. ნიკა გვარამიას მიმართ წარმოებული საქმე მთლიანობაში ძირს უთხრის მის მიერ სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობას, ატარებს მსუსხავ ეფექტს გამოხატვის თავისუფლების მიმართ და ქმნის თავისუფალი სივრცის შევიწროების იმგვარ პრეცედენტს, რომელსაც გავლენა აქვს სახელმწიფოში პლურალისტური მედია გარემოს არსებობაზე“, - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ:

  • „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“
  • „ადამიანის უფლებათა ცენტრი“
  • „მედიის ინსტიტუტი“
  • “ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) - საქართველო“
  • „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“
  • „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“
  • “დემოკრატიის მცველები“
  • “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED)
  • “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI)
  • “ასოციაცია მწვანე ალტერნატივა“
  • “საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია“
  • დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
  • დემოკრატიის ინდექსი - საქართველო (DIG)
  • “საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი“
  • “სოციალური სამართლიანობის ცენტრი“
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
  • პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
  • “უფლებები საქართველო“
  • ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
  • “საფარი “
  • სამოქალაქო იდეა (Civic IDEA)
  • “სამოქალაქო სოლიდარობის ფონდი“
  • არასამთავრობო ორგანიზაცია "ნეოგენი"
  • “ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“
  • “იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი“
  • საინფორმაციო სააგენტო FirstNews.ge
  • ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი WISG
  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
  • ქალთა ასოციაცია "გვირილა"
  • “ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობა“
  • საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი - GARB
  • ჟურნალისტიკის რესურსცენტრი - JRC
  • “მედიის და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრი “მედიახმა”
  • მედიაობმუდსმენი
  • ღია სივრცე კავკასია (COS)
  • საქართველოს ატლანტიკური საბჭო
  • ასოციაცია "ქალები რეგიონების განვითარებისათვის"
  • მედიის განვითარების ფონდი
  • საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (რონდელის ფონდი)
  • ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)
  • ,,კანონის უზენაესობის ცენტრი“
  • “თბილისი პრაიდი“

საქართველოს კონსტიტუციით, პრეზიდენტი ერთადერთი ადამიანია, რომელსაც შეუძლია, შეიწყალოს პატიმრობაში მყოფი ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად იმისა, რა ტიპის დანაშაული აქვს ჩადენილი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ 2022 წლის 2 ნოემბერს გამოაცხადა ნიკა გვარამიას განაჩენი. მათი გადაწყვეტილებით, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის სასჯელის ზომად საბოლოოდ განისაზღვრა 3 წელი და 6 თვე.ნიკა გვარამია დამნაშავედ ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ცნეს. ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მაშინ გამოაცხადა, როცა საქართველოს უკვე ჰქონდა გაკეთებული განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. გვარამიას საქმე მოხვდა ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც, რომელიც 2022 წლის 9 ივნისს მიიღეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S