Accentnews.ge
ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

03/05/2023 09:56:45 საზოგადოება

ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლადო გუდიაშვილის ქუჩისა და გუდიაშვილის შესახვევის კვეთიდან გრიგოლ აბაშიძისა და ნატო ვაჩნაძის ქუჩების კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

დედაქალაქის მერიის ცნობით, დაგეგმილი კინოგადაღებების გამო, შეზღუდვა 4 მაისის 08:00-დან 20:00 საათამდე იმოქმედებს.

მათივე ინფორმაციით, შეზღუდვის პერიოდში ლადო გუდიაშვილის ქუჩიდან მომავალი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ გუდიაშვილის შესახვევიდან შოთა რუსთაველის გამზირზე, შემდეგ კი სვლას ანტონ ფურცელაძის, რევაზ თაბუკაშვილის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და გრიგოლ აბაშიძის ქუჩების გამოყენებით გააგრძელებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S