
მოსახლეობის ნახევარზე მეტი არც ერთ ტელეარხს არ ენდობა – NDI
03/05/2023 09:55:43 საზოგადოება
NDI-ს უახლესი საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის ნახევარზე მეტი – 51% არ ენდობა არც ერთ ტელეარხს. ეს მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ გაორმაგებულია.
კვლევის მიხედვით, 2019 წლიდან დღემდე მკვეთრად არის შემცირებული მთავრობისადმი ლოიალურად განწყობილი „ტვ იმედის“ ნდობის მაჩვენებელი. „იმედის“ მაყურებელთა 55% თავს მმართველი პარტიის მხარდამჭერად მიიჩნევს.
„ტვ იმედს“ ძირითადად 55+ მოქალაქეები ენდობიან და უყურებენ.
ახალგაზრდებს შორის დაბალია ზოგადად ტელემედიისადმი ნდობის მაჩვენებელი. 18-დან 35 წლამდე ადამიანების 73% ამბობს, რომ არც ერთ ტელეარხს არ მიიჩნევს სანდო ინფორმაციის მიღების საშუალებად.
ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის ყველაზე პოპულარულია „მთავარი არხი“, რომელსაც 25% მიიჩნევს სანდრო ინფორმაციის მიმწოდებლად.