Accentnews.ge
უკრაინის, რუსეთისა და თურქეთის თავდაცვის მაღალჩინოსნების შეხვედრა სტამბოლში გაიმართება

უკრაინის, რუსეთისა და თურქეთის თავდაცვის მაღალჩინოსნების შეხვედრა სტამბოლში გაიმართება

03/05/2023 09:12:36 მსოფლიო

რუსეთის, უკრაინისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრების მოადგილეები პარასკევს, 5 მაისს სტამბოლში გამართავენ შეხვედრას.

თურქული მედიის ინფორმაციით, რომელიც ეყრდნობა თურქეთის თავდაცვის მინისტრ ჰულუსი აკარს, განიხილება შავი ზღვით უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის თაობაზე შეთანხმება განიხილება.

„შეხვედრაზე განიხილება გარკვეული საკითხები, დაწყებული მარცვლეულის ინიციატივით,“ – ციტირებს მედია მინისტრს.

თუმცა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 3 მაისს განაცხადა, რომ შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების თაობაზე 5 მაისის მოლაპარაკებები ჯერ შეთანხმებული არ არის.

შეთანხმება, რომელიც შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის სახელითაა ცნობილია, რუსეთმა და უკრაინამ ცალ-ცალკე დადეს გაეროსთან და თურქეთთან და მას შემდეგ ის ორჯერ განახლდა. ბოლოს ის მიმდინარე წლის მარტში გახანგრძლივდა. გაეროს ოფიციალურად არ განუცხადებია, რა ვადით გაგრძელდა შეთანხმება. უკრაინამ განაცხადა, რომ გახანგრძლივება მოხდა 120 დღით - იმავე პერიოდით, როგორც შემოდგომაზე პირველი გახანგრძლივების დროს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით კი, მოსკოვმა შეთანხმების ყველა მხარეს აცნობა, რომ ხელშეკრულება მხოლოდ 60 დღით გახანგრძლივდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S