Accentnews.ge
მედია – რატომ უმალავს უკრაინა მოკავშირეებს კონტრშეტევის დეტალებს

მედია – რატომ უმალავს უკრაინა მოკავშირეებს კონტრშეტევის დეტალებს

03/05/2023 06:28:15 მსოფლიო

კონფიდენციალური ინფორმაციის გაჟონვის თავიდან ასაცილებლად უკრაინა მოკავშირეებს მომავალი კონტრშეტევის დეტალებს უმალავს, – იუწყება გამოცემა Politico უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობასთან კავშირის მქონე ორ ევროპელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით.

პენტაგონის წარმომადგენელმა გამოცემა Politico-ს განუცხადა, რომ არანაირი ცვლილება არ მომხდარა, ვაშინგტონისა და კიევის მიერ ინფორმაციის გაცვლა ისევ ადრინდელ დონეზეა და არ ჩანს არანაირი ნიშანი, რომ უკრაინა შეერთებულ შტატებს რამეს უმალავს.

რამდენიმე კვირის წინ, ინტერნეტსივრცეში გაჟონა პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტებმა, რომლებიც, მათ შორის ეხებოდა უკრაინას და მის სამხედრო პოტენციალს. საიდუმლო მასალების გაჟონვის გამო, ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ 13 აპრილს დააკავა ეჭვმიტანილი, ეროვნული გვარდიის 21 წლის თანამშრომელი ჯეკ ტეიშეირი.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოცემა The Washington Post-თან ინტერვიუში უკრაინისთვის და აშშ-ის რეპუტაციისთვისაც საზიანო უწოდა პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვას. ამასთან, ზელენსკიმ თქვა, რომ პირადად მას მასალების გაჟონვის საკითხი თეთრ სახლთან არ განუხილავს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S