BBC – უცნობმა კაცმა ბუკინგემის სასახლის ტერიტორიაზე თოფის ვაზნები ისროლა
03/05/2023 06:16:54 მსოფლიო
უცნობმა კაცმა ბუკინგემის სასახლის ტერიტორიაზე თოფის ვაზნები ისროლა, - ამის შესახებ ინფორმაცაიას BBC ავრცელებს და წერს, რომ კაცი დაკავებულია.
არსებული ინფორმაციით, კაცს ხელში საეჭვო იარაღი და ჩანთა ეჭირა, რომელიც გამნაღმველებმა ააფეთქეს. მომხდარის შესახებ სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
გაერთიანებული სამეფოს მეფე და დედოფალი ინციდენტის დროს ბუკინგემის სასახლეში არ იმყოფებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ 6 მაისს მეფე ჩარლზ III-ის კორონაცია იგეგმება.


