Accentnews.ge
რუსეთში ნავთობპროდუქტების რეზერვუარი იწვის

რუსეთში ნავთობპროდუქტების რეზერვუარი იწვის

03/05/2023 05:31:37 მსოფლიო

რუსეთის კრასნოდარის მხარეში ნავთობპროდუქტების რეზერვუარი იწვის. მხარის გუბერნატორ ვენიამინ კონდრატიევისინფორმაციით, სოფელ ვოლნაში გაჩენილ ხანძარს "უმაღლესი სირთულის რანგი მიენიჭა".

გუბერნატორის თქმით, წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი არ არის და დასახლებული პუნქტის მცხოვრებთ საფრთხე არ ემუქრება. კონდრატიევის განცხადებით, მეხანძრეები ყველაფერს აკეთებენ ცეცხლის შემდგომი გავრცელების აღსაკვეთად და ხანძრის ჩასაქრობად.

გუბერნატორი ხანძრის გამომწვევ მიზეზს ჯერ–ჯერობით არ ასახელებს.

ანექსირებული ყირიმის პრორუსული საიტი ЧП/Крым წერს, რომ კრასნოდარის მხარეში, ტამანის პორტში უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატით დაარტყეს საწვავით სავსე ცისტერნას.

რუსეთის რეგიონებში სულ უფრო ხშირია ხანძრები და აფეთქებები. მათთან კავშირს უკრაინა, როგორც წესი, ოფიციალურად არც უარყოფს და არც ადასტურებს. აფეთქებები და ხანძრები გახშირდა უკრაინის ტერიტორიის იმ ნაწილშიც, რომელიც რუსეთის მიერაა ანექსირებული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S