Accentnews.ge
რუსეთში, ბრაიანსკის ოლქში, რკინიგზაზე ერთდროულად სამი აფეთქება მოხდა

რუსეთში, ბრაიანსკის ოლქში, რკინიგზაზე ერთდროულად სამი აფეთქება მოხდა

02/05/2023 19:01:27 მსოფლიო

რუსეთში, ბრაიანსკის ოლქში, რკინიგზაზე ერთდროულად სამი აფეთქება მოხდა, – იუწყება BBC.

წინასწარი მონაცემებით, აფეთქება სნეჟეცკაიას სადგურიდან არც თუ ისე შორს, ბრაიანსკიდან ყარაჩოვისკენ მიმავალი სატვირთო მატარებლის გავლის დროს მოხდა.

შედეგად, ლოკომოტივი და რამდენიმე ვაგონი რელსებიდან გადავიდა.

რუსეთის რკინიგზა იუწყება, რომ "უკანონო ჩარევა სარკინიგზო ტრანსპორტის მუშაობაში" ბრაიანსკის ოლქის სნეჟეცკაია-ბელიე ბერეგას მონაკვეთზე მოხდა, რამაც გამოიწვია ლოკომოტივისა და 20-მდე სატვირთო მატარებლის ვაგონი რელსებიდან გადასვლა.

მისი ინფორმაციით, ხანძარი არ არის, თუმცა ადგილზე სახანძრო სამაშველო სამახური მუშაობს, ასევე გაგაზავნილი ორი სარეაბილიტაციო მატარებელი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S