Accentnews.ge
ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების ნუსხას 8 ახალი ნივთიერება დაემატა

ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების ნუსხას 8 ახალი ნივთიერება დაემატა

02/05/2023 17:39:37 პოლიტიკა, საზოგადოება

ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების ნუსხას 8 ახალი ნივთიერება დაემატა.

აღნიშნულს „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილები ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტმა დღეს მიიღო.

ცვლილების შედეგად ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების ნუსხას ემატება შემდეგი ნივთიერებები:

  • 3-მეთოქსიფენციკლიდინი,
  • დიკლაზეპამი,
  • დიფენიდინი,
  • იზოტონიტაზენი,
  • კლონაზოლამი,
  • კუმილ-პეგაკლონი,
  • მდმბ-4ენ-პინაკა
  • ფლუბრომაზოლამი.

ნებისმიერ ოდენობით მათი უკანონო ბრუნვა გამოიწვევს კანონის შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებულ სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S