მორავეცკი: "ვილნიუსის სამიტზე NATO-მ უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები უნდა მისცეს"
02/05/2023 17:32:49 მსოფლიო
ივლისში ვილნიუსში NATO-ს სამიტზე უკრაინას უსაფრთხოების მაქსიმალური გარანტიები უნდა მიეცეს, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ ლიეტუვას პრემიერ-მინისტრ ინგრიდა შიმონიტესთან ერთობლივი პრეს-კონფერენციის დროს განაცხადა.
როგორც პოლონეთის პრემიერმინისტრმა აღნიშნა, საიდუმლო არ არის, რომ უკრაინული არმია გასული შემოდგომიდან შეტევისთვის ემზადება, რასაც თან ახლდა ბარბაროსული სარაკეტო თავდასხმები ქალაქებსა და სამოქალაქო და ენერგეტიკულ ობიექტებზე.
მორავეცკიმ აღნიშნა, რომ რუსეთში საზოგადოებრივი აზრი სხვაგვარად მუშაობს, ვიდრე დასავლეთში.
"თავისუფალი სამყარო სხვადასხვა ფაქტორის გავლენის ქვეშ იმყოფება და უკრაინის მხარდაჭერა შეიძლება ნაკლებად გრძელვადიანი აღმოჩნდეს, ვიდრე რუსების მხარდაჭერა კრემლში ქმედებებისთვის. ამიტომ, NATO-ს შემდეგი სამიტი ვილნიუსში იქნება ძალიან მნიშვნელოვანი უკრაინის მიმართ პოზიციის ერთობლივად შემუშავების კონტექსტში, რათა მივიღოთ უკრაინის სუვერენიტეტის უსაფრთხოების შესაძლო ყველაზე ძლიერი გარანტიები", - თქვა მორავეცკიმ.
მისი თქმით, პოლონეთი და ლიეტუვა ამ საკითხზე ძალიან ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ საერთაშორისო ასპარეზზე.


