Accentnews.ge
შოლცი - უკრაინა აგვისტოდან დაიწყებს გერმანული Gepard-ს ჭურვების მიღებას

შოლცი - უკრაინა აგვისტოდან დაიწყებს გერმანული Gepard-ს ჭურვების მიღებას

02/05/2023 17:05:55 მსოფლიო

უკრაინა აგვისტოდან დაიწყებს გერმანული საზენიტო დანადგარი Gepard-ის ჭურვების მიღებას. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა.

თავდაპირველად გერმანიამ უკრაინას გადასცა Gepard-ის 34 დანადგარი ექვსი ათასი ჭურვით. ის ასევე გეგმავს კიევისთვის კიდევ სამი დანადგარისა და 300 ათასი ჭურვის მიწოდებას.

გერმანიას სურდა, უკრაინისთვის გადაეცა Gepard-ის ჭურვები, რომლებიც შვეიცარიაშია წარმოებული. მაგრამ შვეიცარიამ უარი თქვა საბრძოლო მასალის რეექსპორტზე - შვეიცარიის კანონით აკრძალულია იქ წარმოებული იარაღის მიწოდება იმ ქვეყნებისთვის, სადაც შეიარაღებული კონფლიქტია.

ამიტომ გერმანულმა კონცერნმა Rheinmetall-მა გადაწყვიტა, Gepard-ების ჭურვებისთვის ახალი ქარხანა ააშენოს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S