ერმაკი – უკრაინა არ გაჩერდება, სანამ დროებით ოკუპირებულ ყველა ტერიტორიას არ გაათავისუფლებს
02/05/2023 14:45:43 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი აცხადებს, რომ უკრაინა არ გაჩერდება, სანამ დროებით ოკუპირებულ ყველა ტერიტორიას არ გაათავისუფლებს.
"ამისთვის პარტნიორი ქვეყნების განგრძობით და გაძლიერებული მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია", – წერს ანდრეი ერმაკი სოციალურ ქსელში.


