Accentnews.ge
ბრიტანეთში უკრაინის ელჩი - საგაზაფხულო კონტრშეტევას ამინდი აფერხებს

ბრიტანეთში უკრაინის ელჩი - საგაზაფხულო კონტრშეტევას ამინდი აფერხებს

02/05/2023 12:27:39 მსოფლიო

გაერთიანებულ სამეფოში უკრაინის ელჩ ვადიმ პრისტაიკოს განცხადებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების საგაზაფხულო კონტრშეტევას ამინდი აფერხებს.

„უპირველეს ყოვლისა, ჩვენ არ ვაძლევთ სიგნალს რუსებს, როდესაც ვიწყებთ და მეორე, ამინდი ჯერჯერობით არ იძლევა მძიმე ტანკების გადაადგილების საშუალებას. უკრაინაში გაზაფხულის ტალახია“, - განაცხადა პრისტაიკომ Sky News-ის ეთერში.

მისი თქმით, უკრაინამ მიიღო იმ შეიარაღების 98%, რასაც ამ კონკრეტული კონტრშეტევისთვის ითხოვდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S