Accentnews.ge
ევერესტზე ასვლისას ამერიკელი მთამსვლელი გარდაიცვალა

ევერესტზე ასვლისას ამერიკელი მთამსვლელი გარდაიცვალა

02/05/2023 11:05:43 მსოფლიო

ამერიკელი მთამსვლელი ჰიმალაებში, ევერესტის მთაზე ასვლისას გარდაიცვალა.

69 წლის მთამსვლელი ჯონათან შუგარმენი აკლიმატიზაციის ბანაკში იმყოფებოდა 6400 მეტრის სიმაღლეზე. იგი 1 მაისს გარდაიცვალა.

„მან თავი ცუდად იგრძნო და გარდაიცვალა მეორე ბანაკში. ახლა მიმდინარეობს სამუშაო მისი ცხედრის ჩამოსასვენებლად“, - უთხრა AFP-ს Beyul Adventure-ის წარმომადგენელმა პასანგ ტშერინგ შერპამ. „ვცდილობთ გავაგზავნოთ შვეულმფრენი, მაგრამ თოვს და ამინდი არ გვიწყობს ხელს“, - აღნიშნა ექსპედიციის ორგანიზატორმა.

შუგარმენმა შარშან მესამე ბანაკს მიაღწია, მაგრამ შემდეგ ასვლა შეწყვიტა. მისი გარდაცვალება წლევანდელ სეზონში ევერესტზე ასვლისას სიკვდილის მეოთხე შემთხვევაა, თუმცა ამერიკელი მთამსვლელი უბედურ შემთხვევას არ მოუკლავს.

საშუალოდ, ყოველწლიურად ხუთი ადამიანი იღუპება ხოლმე ევერესტზე ასვლის მცდელობისას. წელს მსოფლიოს უმაღლეს მწვერვალზე ასვლის ნებართვა მიიღო 466-მა მთამსვლელმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S