Accentnews.ge
ჰოლივუდში სცენარისტები გაიფიცნენ

ჰოლივუდში სცენარისტები გაიფიცნენ

02/05/2023 11:02:58 მსოფლიო

აშშ-ის კინოსამრეწველო ცენტრში - ჰოლივუდში - სცენარისტები გაიფიცნენ. ამის შესახებ აშშ-ის საავტორო პროფკავშირები WGA იტყობინება

გაფიცვამდე კინოსტუდიებსა და პლატფორმებს შორის, რომლებიც ფილმებს ფართო საზოგადოებას უჩვენებენ, ტარიფების შესახებ მოლაპარაკება გაიმართა, მაგრამ ის უშედეგოდ დასრულდა.

იმ კომპანიების რაოდენობის ზრდის გამო, რომლებიც ფილმებს უჩვენებენ, სცენარის ავტორები მოითხოვენ უფრო მაღალ ანაზღაურებას და მოგებაში უფრო დიდ წილს. დღემდე ისინი წლიურ, წინასწარ შეთანხმებულ ჰონორარს იღებდნენ.

ჰოლივუდის სცენარის ავტორებმა ბოლო გაფიცვა მოაწყვეს 2007/2008 წლებში. მათ ასი დღის განმავალობაში არ იმუშავეს, რაც გასართობ მრეწველობას, მისი მონაცემებით, თითქმის ორი მილიარდი დოლარი დაუჯდა.

2017 წელს მწერალთა კავშირი დაემუქრა მრეწველებს, რომ გაიფიცებოდა. რამდენიმეკვირიანი მოლაპარაკების შედეგად მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე შეთანხმდნენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S