Accentnews.ge
შოლცი - უკრაინას უფლება არ აქვს, გერმანული იარაღით რუსეთის ტერიტორიას დაარტყას

შოლცი - უკრაინას უფლება არ აქვს, გერმანული იარაღით რუსეთის ტერიტორიას დაარტყას

02/05/2023 10:45:52 მსოფლიო

გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის განცხადებით, უკრაინას არ აქვს უფლება, გერმანიისგან მიღებული იარაღით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმა განახორციელოს.

მისი თქმით, მსგავსი წესები აქვთ განსაზღვრული იარაღის სხვა დასავლელ მიმწოდებლებსაც.

გერმანიის კანცლერი ხაზს უსვამს, რომ უკრაინის დახმარება აუცილებელია, მაგრამ ასევე ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ არ მოხდეს ომი რუსეთსა და ნატო-ს შორის.

მან აღნიშნა, რომ ბერლინი კიევისთვის იარაღის მიწოდებას მხოლოდ მოკავშირეებთან შეთანხმებით წყვეტს.

მანამდე შოლცმა გამორიცხა უკრაინაში მოიერიშე თვითმფრინავების გაგზავნა და ამის მიზეზად დაასახელა კონფლიქტის შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილების აუცილებლობა. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ასევე განაცხადა, რომ ის არ განიხილავს თვითმფრინავების გაგზავნის შესაძლებლობას.

უკრაინას არაერთხელ უთქვამს, რომ თანამედროვე იარაღის, კერძოდ, ATACMS რაკეტებისა და ავიაგამანადგურებლების მიწოდების სანაცვლოდ იგი მზადაა, უარი თქვას მათ გამოყენებაზე რუსეთში სამიზნეების წინააღმდეგ. ამასთან, მას არ დაუკონკრეტებია, მათში იგულისხმება თუ არა ასევე სამიზნეები ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ანექსირებულ ყირიმში.

ნატოს ქვეყნებმა უკრაინაში გაგზავნეს დაპირებული სამხედრო ტექნიკის 98%-ზე მეტი. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. „ეს არის 1550-ზე მეტი ჯავშანმანქანა, 230 ტანკი და სხვა აღჭურვილობა, მათ შორის დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა“, - აღნიშნა მან.

რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ნატო „ცეცხლს ეთამაშება“ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებით.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S