Accentnews.ge
ერმაკი - რუსეთის ჯერ კიდევ დაუბადებელი თაობებიც კი ისტორიაში დარჩებიან, როგორც რუსი ტერორისტების შთამომავლები, რომლებმაც უკრაინელი ხალხის გენოციდი ჩაიდინეს

ერმაკი - რუსეთის ჯერ კიდევ დაუბადებელი თაობებიც კი ისტორიაში დარჩებიან, როგორც რუსი ტერორისტების შთამომავლები, რომლებმაც უკრაინელი ხალხის გენოციდი ჩაიდინეს

02/05/2023 08:01:39 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ანდრეი ერმაკის განცხადებით, რუსეთში თაობები გადაიხდიან ფასს იმ ქმედებებისთვის, რასაც მათი ქვეყანა უკრაინის წინააღმდეგ სჩადის.

"რუსებს გარკვევით უნდა ვუთხრათ, რომ მათ მოუწევთ ყველაფრის გადახდა. ტერიტორიების დანაღმვისთვის, ობიექტებზე დარტყმისთვის, ასევე ადამიანების მკვლელობისა და ბავშვების გატაცებისთვის. დაუბადებელი მომავალი თაობები გადაიხდიან და მათ არჩევანი არ ექნებათ. მეტიც, ამ თაობებს სერიოზული პრობლემა შეექმნებათ, რადგან ისტორიაში შევლენ, როგორც რუსი ტერორისტების შთამომავლები, რომლებმაც ჩაიდინეს უკრაინელი ხალხის გენოციდი და ამისგან დამალვა მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ იქნება შესაძლებელი“, - დაწერა ერმაკმა სოციალურ ქსელში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S