Accentnews.ge
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ - სახელმწიფო რწმუნებულებისა და მათი მოადგილეების ნაწილმა დეკლარაციები ხარვეზებით შეავსო

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ - სახელმწიფო რწმუნებულებისა და მათი მოადგილეების ნაწილმა დეკლარაციები ხარვეზებით შეავსო

02/05/2023 07:58:45 საზოგადოება

სახელმწიფო რწმუნებულებისა და მათი მოადგილეების ნაწილმა დეკლარაციები ხარვეზებით შეავსო, - ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო“ აქვეყნებს.

ორგანიზაციის ცნობით, სახელმწიფო რწმუნებულების აადმინისტრაციების 37 მოქმედი თანამდებობის პირიდან 2022-2023 წლებში დეკლარაცია ხარვეზებით 7-მა პირმა შეავსო.

მათგან ერთმა თანამდებობის პირმა კომპანიაში არსებული წილი მართვის უფლებით სხვა პირს არ გადასცა, თანამდებობის ოთხ პირს არ აქვს დეკლარირებული საკუთარი ან ოჯახის წევრის წილობრივ მფლობელობაში არსებული კომპანია. 3 შემთხვევაში კი თანამდებობის პირებმა დეკლარაციაში არ მიუთითეს მისი ან/და ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.

ამასთან, ორგანიზაციის განცხადებით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მოკლებულია შესაძლებლობას, შეამოწმოს, არის თუ არა კვლევაში ნახსენები კომპანიები აქტიური, რადგან ამ მიზნისთვის საჭირო ინფორმაცია წარმოადგენს საგადასახადო საიდუმლოებას.

„თანამდებობის პირების ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციების შემოწმების საკითხი კორუფციასთან ბრძოლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია. შესაბამისად, “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მიმართავს საჯარო სამსახურის ბიუროს, წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, შეისწავლოს კვლევაში აღნიშნული პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები შესაბამისი რეაგირების მიზნით“, - აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S