
ნიდერლანდებში დააკავეს ქართველები, რომლებიც ისრაელში ჩასვლას მოპარული პასპორტების მონაცემებით ცდილობდნენ
02/05/2023 07:07:50 საზოგადოება
ნიდერლანდებში, აეროპორტში საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს. ისინი ისრაელში გაფრენას ცდილობდნენ, თუმცა არცერთ მათგანს ისრაელის მიერ გაცემული პასპორტი და სამგზავრო დოკუმენტი არ ჰქონდა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ქართველებმა ელექტრონულ ბაზაში შეიყვანეს პასპორტების მონაცემები, რომლებიც ისრაელის მოქალაქეებს ეკუთვნით. გამოყენებული პასპორტებიდან ორის რეალური მფლობელი ცოცხალი აღარაა.
გამოცემა წერს, რომ ოთხივე ქართველს ისრაელში შესვლაზე უარი ეთქვა ბოლო ერთი წლის განმავლობაში.
მომხდარზე გამოძიება გრძელდება.