თურქეთში ავტობუსი, რომელსაც სკოლის მოსწავლეები გადაჰყავდა, ამობრუნდა, დაიღუპა 3 და დაშავდა 44 ადამიანი
02/05/2023 06:22:46 მსოფლიო
თურქეთში ავტობუსი, რომელსაც სკოლის მოსწავლეები ჩანაქალედან ანკარაში გადაჰყავდა, გზაზე ბარიერს შეეჯახა და ამობრუნდა. მომხდარის შედეგად დაიღუპა 3 პირი, მათ შორის 2 ბავშვია. ხოლო 44 დაშავებული ჰოსპიტალიზებულია.
შემთხვევა ბურსას პროვინციის ინეგოლის რაიონში მოხდა.
ინციდენტის დროს ავტობუსში 47 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის –3 მასწავლებელი და 2 მძღოლი.
ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.


