აშშ-ში მტვრის ქარიშხალს, სულ მცირე, 6 ადამიანი ემსხვერპლა
02/05/2023 05:53:06 მსოფლიო
აშშ-ის ილინოისის შტატში, მტვრის ქარიშხლის გამო გზატკეცილზე რამდენიმე ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგად, სულ მცირე, 6 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა.
ადგილობრივი სამართალდამცავების ინფორმაციით, სპრინგფილდის მახლობლად ავტოსაგზაო შემთხვევის დროს 60-მდე ავტომობილისა და რამდენიმე ტრაილერის შეჯახება მოხდა.
ილინოისის შტატის პოლიციის კაპიტნის რაიან სტერიკის ცნობით, შემთხვევის შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი ჰოსპიტალიზებულია. ზოგიერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა.
"ავარიის მიზეზი არის ძლიერი ქარი, რომელსაც მინდვრებიდან გზატკეცილზე მტვერი მოაქვს, რაც იწვევს ხილვადობის ნულოვან დონეს", - რაიან სტარიკმა.


