Accentnews.ge
უკრაინა - ვატიკანის სამშვიდობო მისიის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს

უკრაინა - ვატიკანის სამშვიდობო მისიის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს

02/05/2023 05:48:48 მსოფლიო

უკრაინაში აცხადებენ, რომ არ აქვთ ინფორმაცია რუსეთთან კონფლიქტის მოგვარების მიზნით შექმნილი სამშვიდობო მისიის შესახებ, რომელშიც ვატიკანია ჩართული.

"პრეზიდენტ ზელენსკის უკრაინის სახელით მსგავს დისკუსიებზე თანხმობა არ გაუცია", - განუცხადა CNN-ს პრეზიდენტის ოფისთან დაახლოებულმა უკრაინელმა ოფიციალურმა პირმა.

მისი თქმით, "თუ მსგავსი მოლაპარაკება მიმდინარეობს, უკრაინამ ამის შესახებ არაფერი იცის".

30 აპრილს პაპმა ფრანცისკემ, რომელიც უნგრეთში ვიზიტის შემდეგ რომში ბრუნდებოდა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ ვატიკანი ჩართულია სამშვიდობო მისიაში, რომლის დეტალები ჯერჯერობით საჯარო არ არის.

27 აპრილს პაპმა ვატიკანში უმასპინძლა უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს. შეხვედრის შემდეგ შმიგალმა ტელეგრამ–არხზე დაწერა, რომ რომის პაპს გადასცა ბუჩაში, ბოროდიანკასა და უკრაინის სხვა ქალაქებში რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულის ამსახველი ფოტოალბომი და იმედი გამოთქვა, რომ ვატიკანი შეუერთდება უკრაინის პრეზიდენტის „მშვიდობის ფორმულას“, რომელიც ითვალისწინებს ტყვეების და დეპორტირებულების დაბრუნებას, სამართლიანობის აღდგენას და ომის დასრულების ფიქსაციას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S