Accentnews.ge
ლენინგრადის ოლქში ელექტროგადამცემი ხაზის საყრდენის აფეთქების თაობაზე იუწყებიან

ლენინგრადის ოლქში ელექტროგადამცემი ხაზის საყრდენის აფეთქების თაობაზე იუწყებიან

01/05/2023 12:34:51 მსოფლიო

ლენინგრადის ოლქის გატჩინის რაიონში ელექტროგადამცემი ხაზის საყრდენი წაიქცა, – იუწყება გამოცემა „ფონტანკა“.

მისი ცნობით, ელექტროგადამცემი ხაზის მეზობელ საყრდენზე აღმოჩენილია უცნობი საგანი.

გუბერნატორ ალექსანდრ დროზდენკოს თქმით, კონსტრუქცია ააფეთქეს.

სავარაუდო დივერსიის ადგილზე ასაფეთქებელი მოწყობილობების სპეციალისტები და ფსბ-ს თანამშრომლები მუშაობენ. როგორც იტყობინებიან, ოლქში ელექტრომომარაგება არ დარღვეულა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S