Accentnews.ge
აზარაშვილი – ვფიქრობ, თვის ბოლოდან რეალურ რეჟიმში შევძლებთ მედიკამენტების ხარისხის გაკონტროლებას

აზარაშვილი – ვფიქრობ, თვის ბოლოდან რეალურ რეჟიმში შევძლებთ მედიკამენტების ხარისხის გაკონტროლებას

01/05/2023 12:18:26 საზოგადოება

ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი აცხადებს, რომ წამლის ლაბორატორია სავარაუდოდ, წლის ბოლოდან სრულად ამოქმედდება. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ლაბორატორია დღესაც სატესტო რეჟიმში მუშაობს, სრულად არის დაკომპლექტებული და მე ვფიქრობ, თვის ბოლოდან რეალურ რეჟიმში შევძლებთ მედიკამენტების ხარისხის გაკონტროლებას“, - განაცხადა მინისტრმა.

წამლის ხარისხის ლაბორატორიის მოწყობაზე მუშაობა ჯერ კიდევ 2021 წლიდან მიმდინარეობს. მაშინ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებდა, რომ წამლის ეროვნული ლაბორატორიის ბაზისური ინფრასტრუქტურისთვის საჭირო თანხა 3 მლნ დოლარია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S