Accentnews.ge
"სამხრეთ აფრიკამ პუტინი გააფრთხილა, დაკავების თავიდან ასარიდებლად "ბრიქსის" სამიტზე არ ჩავიდეს

"სამხრეთ აფრიკამ პუტინი გააფრთხილა, დაკავების თავიდან ასარიდებლად "ბრიქსის" სამიტზე არ ჩავიდეს

01/05/2023 11:22:27 მსოფლიო

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მთავრობას რუსეთთან მაღალ დონეზე აქვს მოლაპარაკება, რათა თავიდან აიცილოს ქვეყანაში პრეზიდენტ პუტინის ჩასვლით მოსალოდნელი შედეგი,– იწუეყბა Sunday Times საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.

აგვისტოში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში დაგეგმილია ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთის, ჩინეთის და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ლიდერთა სამიტი, რომელზეც მიწვეულია პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც. ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს(ICC) პუტინის დაპატიმრების ორდერი აქვს გაცემული და სამხრეთ აფრიკას, რომელიც სასამართლოს იურისდიქციას აღიარებს, გადაწყვეტილების აღსრულების ვალდებულება აქვს. მარტის ბოლოს, კრემლის პრესმდივანმა პესკოვმა განაცხადა, რომ სამიტში პრეზიდენტის მონაწილეობის საკითხი გადაწყვეტილი არ არის.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელმა Sunday Times-ს განუცხადა, რომ ქვეყანაში პუტინის ჩასვლის შემთხვევაში, მისი დაპატიმრება მოუწევთ, ამიტომ, მოსკოვთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომ რუსეთის პრეზიდენტმა სამიტში მონაწილეობა ონლაინ, ვიდეოკონფერენციის ფორმატით მიიღოს.

25 აპრილს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სირილ რამაფოსამ განაცხადა, რომ ქვეყნის მმართველმა პარტიამ, „აფრიკულმა ნაციონალურმა კონგრესმა“, მიიღო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დატოვების გადაწყვეტილება, ზოგიერთ შემთხვევაში არასამართლიანი დამოკიდებულების გამო. ამ განცხადებიდან რამდენიმე საათში პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განმარტა, რომ კომუნიკაციაში შეცდომა იყო და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა რჩება რომის სტატუტის ხელმომწერად, შესაბამისად, კვლავ აღიარებს ჰააგის სასამართლოს იურისდიქციას.

2023 წლის 17 მარტს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გასცა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის და ბავშვთა უფლებების კომისარ მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S