Accentnews.ge
პრიგოჟინი ბახმუტიდან თავისი მეომრების გაყვანით იმუქრება

პრიგოჟინი ბახმუტიდან თავისი მეომრების გაყვანით იმუქრება

01/05/2023 11:15:43 მსოფლიო

რუსეთის დაქირავებულ მებრძოლთა დაჯგუფება "ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პარიგოჟინი კვლავ დაემუქრა რუსეთის თქვდაცვის სამინისტროს, რომ თავის მებრძოლებს გაიყვანს უკრაინის ქალაქ ბახმუტიდან, თუ არ მოგვარდა ამუნიციის მიწოდების პრობლემა. მსგავს პრობლემებზე ის მანამდეც საუბრობდა.

„თუ ამუნიციის ნაკლებობა არ აღმოიფხვრა, ჩვენ მოგვიწევს ორგანიზებულად (რათა მერე მხდალი ვირთხებივით არ გავიქცეთ) ან უკან დავიხიოთ, ან დავრჩეთ და დავიხოცოთ. უფრო მგონია, იძულებული ვიქნებით, ქვედანაყოფების ნაწილი ამ ტერიტორიიდან გავიყვანოთ,“ - თქვა პრიგოჟინმა.

„ვაგნერის“ დაქირავებულები გასული წლის ზაფხულიდან მოყოლებული უშედეგოდ ცდილობენ დონეცკის რეგიონის ქალაქ ბახმუტის აღებას. ამ მცდელობას ათასობით „ვაგნერელი" შეეწირა. პრიგოჟინმა ცხედრების ფონზე გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაადანაშაულა იმაში, რომ მისმა ძალებმა არ მიიღეს საკმარისი საბრძოლო მასალები და ამიტომ ვერ აიღეს ბახმუტი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S