Accentnews.ge
აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების დედები - თამარ გაბუნიას: "დასრულდეს ეს გასროლილი ფრაზები და მობრძანდით ჩვენთან"

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების დედები - თამარ გაბუნიას: "დასრულდეს ეს გასროლილი ფრაზები და მობრძანდით ჩვენთან"

01/05/2023 10:29:08 საზოგადოება

მთავრობის სხდომის პარალელურად, მთავრობის ადმინისტრაციასთან აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების აქცია მიმდინარეობს.

ისინი მათი შვილების საკითხის ირგვლივ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ელოდებიან. მათ იმედი აქვთ, რომ პრემიერ-მინისტრი მათ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ერთ-ერთი ბავშვის მშობლის, მაკუნა გოჩიაშვილის განცხადებით, მშობლები მზად არიან მოლაპარაკების მაგადისთან დასხდნენ.

მან ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს თამარ გაბუნიას მიმართა:

„დასრულდეს ეს გასროლილი ფრაზები და მობრძანდით ჩვენთან კომუნიკაციაზე. დედები გელოდებით. ეს დრო აკლდებათ ჩვენს შვილებს... ველოდებით თქვენგან კომუნიკაციას", - მაკუნა გოჩიაშვილი

წელიწადზე მეტია, აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების დედები პრეპარატ "ვოსორიტიდის" შემოტანასა და დაფინანსებას ითხოვენ. მშობლების ნაწილი ბოლო რამდენიმე დღეა, ღამეებს მთავრობის კანცელარიასთან ათენებს. მშობლები ამბობენ, რომ ეს წამალი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის და მის მიღებას მხოლოდ 14-16 წლის ასაკამდე აქვს შედეგი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S