რუსეთში, რკინიგზაზე აფეთქება მოხდა
01/05/2023 09:38:06 მსოფლიო
რუსეთის ბრიანსკის ოლქში, რკინიგზაზე აფეთქება მოხდა. მომხდარის შედეგად სატვირთო მატარებლის ლოკომოტივი რელსებიდან გადავიდა. ეს ინფორმაცია ტელეგრამით გაავრცელა ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრ ბოგომაზმა.
გუბერნატორის თქმით, რკინიგზაზე ჯერჯერობით დაუდგენელი ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა.
"მიმდინარეობს გამოძიება. სარკინიგზო მიმოსვლა დროებით შეწყდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა", – აცხადებს ბოგომაზი.
რუსული ტელეგრამ-არხი "ბაზა" წერს, რომ რელსებიდან გადასულია ნავთობპროდუქტებით დატვირთული მატარებლის 7-8 ვაგონი. ავარიის ადგილზე ხანძარი გაჩნდა.
რუსეთის ბრიანსკის ოლქი უკრაინის სუმის და ჩერნიგოვის ოლქებს ესაზღვრება. ადგილობრივმა ხელისუფლებამ უკრაინელი სამხედროები არაერთხელ დაადანაშაულა რეგიონის ტერიტორიის დაცხრილვასა და დრონებით შეტევაში. კიევი მსგავს ფაქტებს, როგორც წესი, ოფიციალურად არც უარყოფს და არც ადასტურებს.


