
ზუგდიდში ბაზრის მოვაჭრეები აქციას მართავენ
01/05/2023 07:43:25 საზოგადოება
ზუგდიდში, ბაზრის მოვაჭრეები აქციას მართავენ. ისინი გარევაჭრობის აკრძალვას ითხოვენ.
მათი განცხადებით, ბაზრის შიდა ტერიტორიაზე მყიდველები იშვიათად შედიან, რის გამოც პროდუქცია უფუჭდებათ.
მოვაჭრეების თქმით, ხელისუფლების მხრიდან არაერთხელ მიიღეს დაპირება, რომ გარევაჭრობა აიკრძალებოდა, თუმცა უშედეგოდ.
ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, რომ ეს პრობლემა მათთვის ცნობილია და აღნიშნულ საკითხზე მუშაობენ.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.