უკრაინის სახმელეთო ძალების მეთაური - უკრაინელებმა ბახმუტში მტერი აიძულეს, ზოგიერთი პოზიცია დაეტოვებინა
01/05/2023 06:55:20 მსოფლიო
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბახმუტში კონტრშეტევებით მტერი აიძულეს, ზოგიერთი პოზიცია დაეტოვებინა, - ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის სახმელეთო ძალების მეთაურზე, გენერალ ალექსანდრე სირსკისზე დაყრდნობით ავრცელებს.
"მნიშვნელოვანი დანაკარგების მიუხედავად, მუდმივად ხდება „ვაგნერის“ ახალი თავდასხმის ჯგუფების, სხვა კერძო კომპანიების მებრძოლებისა და მედესანტეების ამ მიმართულებით გადასროლა, მაგრამ მტერი ვერ ახერხებს ქალაქის აღებას“, - აღნიშნა უკრაინელმა გენერალმა.
მისი თქმით, ბახმუტის მიმართულებით ინტენსიური საომარი მოქმედებები გრძელდება, მაგრამ მტერმა ჯერ ვერ შეძლო უკრაინის პოზიციების თავდაცვის ხაზის გარღვევა.


