უკრაინა – დნეპროპეტროვსკში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის თავდასხმის შედეგად 25 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 3 ბავშვია
01/05/2023 06:50:21 მსოფლიო
დნეპროპეტროვსკის რაიონში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად 25 ადამიანი დაშავდა, მათ შორის სამი ბავშვი. ინფორმაციას დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი სერჰი ლისაკი ავრცელებს.
"მტერი რეგიონს რაკეტებით თავს დაესხა. მათგან 7 საჰაერო სარდლობამ ჩამოაგდო, თუმცა არის დარტყმებიც. თავდასხმის შედეგად 25 ადამიანი დაშავდა, მათგან სამი ბავშვია", - დაწერა ლისაკიმ.
მან აღნიშნა, რომ თავდასხმის შედეგად პავლოგრადში სამრეწველო საწარმო დაზიანდა. იქ ხანძარი გაჩნდა, რომელიც მაშველებმა უკვე ჩააქრეს.
საცხოვრებელ ზონაში დაზიანდა 19 მაღალსართულიანი კორპუსი, 25 კერძო სახლი, 6 სკოლა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, ასევე 5 მაღაზია.


