Accentnews.ge
ჯანდაცვის სამინისტრო – ქართველების ბულგარეთში ლეგალურად დასაქმების მიზნით ორ ქვეყანას შორის მუშაობა მიმდინარეობს

ჯანდაცვის სამინისტრო – ქართველების ბულგარეთში ლეგალურად დასაქმების მიზნით ორ ქვეყანას შორის მუშაობა მიმდინარეობს

01/05/2023 06:09:53 საზოგადოება

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქართველების ბულგარეთში ლეგალურად დასაქმების მიზნით ორ ქვეყანას შორის მუშაობა მიმდინარეობს. ამის შესახებ საუბარია უწყების მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ დასაქმების პოლიტიკის ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, ბულგარეთის რესპუბლიკასთან ლეგალურად დასაქმების ხელშეკრულება 2019 წლის 30 სექტემბერს გაფორმდა, ხოლო მისი საიმპლემენტაციო პროტოკოლი – 2021 წლის 30 ნოემბერს.

"ამ ეტაპზე მხარეებს შორის მიმდინარეობს მუშაობა ხსენებული შეთანხმების განხორციელებისათვის. მუშავდება შესაბამისი ოქმით გათვალისწინებული ტექნიკური პროცედურები, იქმნება სხვადასხვა დოკუმენტები, მიმდინარეობს კონსულტაციები საკოორდინაციო კომისიის დაკომპლექტების მიზნით და სხვა", - ნათქვამია ანგარიშში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S